XII საუკუნეში არაბეთის დიდ ბაზრებზე ზოგჯერ შესაძლებელი იყო პროდუქტის შეხვედრა სახელწოდებით “თაფლიანი ადამიანი”, რომელიც წარმოადგენდა ადამიანის თაფლით გაჟღენთილ ცხედარს. მას პერორალურად (წამლის მიღება პირის ღრუს საშუალებით) იღებდნენ სამედიცინო მიზნებისათვის. დაშაქრული ადამიანის მომზადება უდიდეს ძალისხმევას მოითხოვდა როგორც კონდიტერის, ასევე ინგრედიენტების მხრიდან. რა იყო სასწაულმოქმედი წამლის რეცეპტი?
არაბეთში არსებობენ 70-დან 80 წლამდე მამაკაცები, რომლებსაც სურთ საკუთარი სხეულის გაცემა სხვების გადასარჩენად. ასეთი ადამიანი არ იღებს საკვებს, ის მხოლოდ სვავს თაფლს და ბანაობს თაფლში. 1 თვის შემდეგ იგი გამოყოფს მხოლოდ თაფლს (შარდი და ექსკრემენტები შედგებიან თაფლისგან) და მალე ის კვდება. მისი დამხმარე აწვენს მას თაფლით სავსე ქვის კუბოში. კუბოზე აწერენ გარდაცვალების თვეს და წელს. ასი წლის შემდეგ კუბოს ხსნიან. ცხედარი მაგრდება და შაქარ-ყინულს ემსგავსება. სხეულს იყენებენ მოტეხილობების და დაზიანებული კიდურების სამკურნალოდ. პერორალურად მისი მცირე რაოდენობის მიღების შემდეგ ტკივილი დაუყოვნებლივ ქრება.
იგი გარკვეული მოთხოვნით სარგებლობდა, მაგრამ წარმოების სირთულიდან გამომდინარე, არ ხდებოდა მისი მასიური გამოშვება და გაყალბება.
ზოგჯერ გვხვდება “თაფლიანი ადამიანის” მომზადების სხვა რეცეპტები. იქ ნათქვამია, რომ დასაწყისში მოხალისეს გარკვეული პერიოდის მანძილზე ანებივრებენ და ცხოვრობს როგორც მეფე. და მხოლოდ ამის შემდეგ ის გადადის თაფლის “თერაპიაზე”. ასევე დალუქული სარკოფაგის ექსპოზიციის დროც ცვალებადია. როგორც წესი, საუბარია 70-100 წელიწადზე. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არა მხოლოდ არაბი ხელოსნები იყვნენ ამ საქმით დაკავებული, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია.
ამზადებენ თუ არა თაფლიან ადამიანს დღეს დღეისობით, საინტერესო კითხვაა.