მენიუ დახურვა

ატმის და ბანანის ნაყინი ნატურალური თაფლით

ALWAYS BEELOVED

შესანიშნავი გამაგრილებელი და არომატული ნაყინი ბანანისგან და ატმისგან ნატურალური თაფლის დაუვიწყარი  ნოტებით. ტკბილეულის მოყვარულები ნამდვილად მოხიბლული დარჩებიან მისი დაუვიწყარი გემოთი. ამას გარდა დესერტი ასევე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, რადგან რეცეპტის შემადგენლობაში შედიან ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტები, როგორიც არის თაფლი,ატამი და ბანანი.

შინაარსი

შემადგენლობა:

  • ბანანი – 1 ც. (200-250 გრ.)
  • ატამი – 3 ც. (150-200 გრ.)
  • არაჟანი – 100 მლ.
  • ნატურალური თაფლი გემოვნებით – ყვავილის ან აკაციის
  • ვანილის შაქარი – 10 გრ.
  • დარიჩინი – 0.5 ჩაის კოვზი

ALWAYS BEELOVED

მომზადება:

  • ბლენდერში მოათავსეთ ბანანი და ატამი და შეურიეთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე.
  • მზა მასაში დაამატეთ არაჟანი და სანელებლები, გააგრძელეთ შერევა 30 წამით.
  • დაამატეთ თაფლი გემოვნებით. გააკეთეთ უფრო მეტად ტკბილი, რადგან გაციებულ მდგომარეობაში სიტკბო ნაკლებად შეიგრძნობა.
  • გაანაწილეთ ნაზავი ფორმებში და შეინახეთ საყინულეში 4-5 საათით.

ინგრედიენტების სასარგებლო თვისებები:

ALWAYS BEELOVED

ბანანი

ბანანი აუმჯობესებს საკვების მონელებას და აძლიერებს გულის მოქმედებას. ბანანი შეიცავს C და E ვიტამინებს, ასევე B6, რომელიც პასუხისმგებელია სისხლში გლუკოზის დონის შენარჩუნებაზე და ეხმარება ნერვული სისტემის დამშვიდებაში. ბანანი შეიცავს რკინას, რომელიც ამაღლებს ჰემოგლობინის დონეს სისხლში. ბანანების ყოველდღიური მიღების შემთხვევაში თქვენ მთელი დღით უზრუნველყოფთ თქვენს ორგანიზმს ენერგიით. ხოლო გახდომის მსურველები კი სწრაფად შეძლებენ ზედმეტი წონისგან განთავისუფლებას.

ALWAYS BEELOVED

ატამი

ატამი შეიცავს ისეთ მინერალებს, როგორიცა არის კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, თუთია, მანგანუმი და ფთორი. ეს ხილი ხელს უწყობენ ტვინის აქტივობას, მეხსიერებას და კონცენტრაციას. ატამი სასარგებლოა ბავშვებისათვის და ორსულებისთვის, ასევე დაბალი ჰემოგლობინის მქონე ადამიანებისთვის. ატმის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა საერთო გამაჯანსაღებელი მოქმედება – ატამში არის დიდი რაოდენობით A, C და B ვიტამინები. ამიტომ ეს ხილი რეკომენდირებულია ძალების აღსადგენად  ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.

ALWAYS BEELOVED

ნატურალური თაფლი

ნატურალური თაფლის სასარგებლო თვისებებზე ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ. თაფლის ძირითადი უპირატესობაა მისი მიკროელემენტური შემადგენლობა. ის უზრუნველყოფს ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით: ნახშირწყლები, მინერალები და მიკროელემენტები. გარდა ამისა, თაფლი შეიცავს ორგანულ მჟავებს, შეიცავს ვიტამინებს A, C, E, K და (B ჯგუფის  ვიტამინებს) ნახშირწყლები (გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა) ორგანული მარილები (რკინა, სპილენძი, კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, იოდი, გოგირდი) და სხვა ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო ნაერთებს.

ეს პროდუქტი აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხსნის სტრესს. თაფლში მრავალი ანტიოქსიდანტია, როგორებიც არის ფენოლური მჟავები და ფლავონოიდები. ისინი იცავენ ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც ანგრევენ უჯრედებს, და ამით ამცირებენ კიბოს, დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების  განვითარების შანსს. კვლევები აჩვენებს რომ ჩვეულებრივი შაქრის თაფლით ჩანაცვლება ეხმარება არტერიული წნევის და ქოლესტერინის დონის  დარეგულირებას.თაფლს აქვს ანტიბაქტერიული თვისებები, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, არეგულირებს კუჭის მჟავიანობას და არის პოპულარული გაციების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ასუსტებს ვირუსებს.