მენიუ დახურვა

ყველაზე ძვირადღირებული თაფლი დედამიწაზე

იშვიათი თაფლის მანუკას 1 ქილის ღირებულება არის 1800 აშშ დოლარი  ლონდონის სუპერმარკეტებში, რაც მას პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ პროდუქტად აქცევს. 

გასულ კვირას “Harrods” – ის მაღაზიების თაროებზე გამოჩნდა ყველაზე იშვიათი და ძვირადღირებული თაფლი მანუკა “Rare Harvest” კომპანია  ” The True Honey Co” – ისგან. 230 გრამიანი ქილის ფასია 1390 ფუნტი, ან 1800 აშშ დოლარი. მიუხედავად მაღალი ფასისა, შეკვეთები საკმაოდ ბევრია და შეზღუდული რაოდენობის 1000 ქილა ძალიან მალე იყიდება.

“Rare Harvest” – მანუკას თაფლი.

“ერთ-ერთმა მომხმარებელმა მათი “Harrods”- ში გაყიდვაში გაშვებამდე  1 კვირით ადრე შეუკვეთა 10 ქილა. სხვამ კი მიიღო 6 ქილა “Selfridges” სუპერმარკეტიდან” – აღნიშნა “True Honey Co”-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიმ მაკმილანმა.

ამ თაფლს გააჩნია მანუკას ყველაზე მაღალი უნიკალური ფაქტორი (UMF) _ 31+, 6-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე სხვა მანუკას ჯიშებს, რომლებიც იყიდება სუპერმარკეტებში.

სკების გადაზიდვა რთულად მისაღწევ ადგილებში ხდება ვერტმფრენის საშუალებით.

UMF – ეს არის მანუკას თაფლის აქტიური თვისებების სიწმინდის ხარისხი.

მანუკას თაფლს იღებენ მანუკას ხეების ნექტარიდან. (Leptospermum scoparium ), იგი თაფლის ტრადიციული შემადგენლობის გარდა შეიცავს დამატებით ანტიმიკრობულ კომპონენტს. მისი არაჩვეულებრივი თვისებები პირველად გამოვლენილ იქნა პროფესორ პიტერ მოლანის
მიერ ახალი ზელანდიიდან 1980- იან წლებში,
როდესაც იგი მიხვდა, რომ ეს თაფლი ინარჩუნებს მოქმედების თვისებებს მისი შემადგენლობიდან წყალბადის ზეჟანგის ამოღების შემდეგაც კი. ასეთი ანტიმიკრობული აქტიურობის მიზეზი რჩებოდა ამოცანად მრავალი წლის განმავლობაში, მანამდე, სანამ 2008 წელს ორმა დამოუკიდებელმა ლაბორატორიამ, რომლებიც არ თანამშრომლობდნენ, არ გამოავლინეს თაფლის შემადგენლობაში მანუკა მეთილგლიოქსალია (MGO) – მისი მთავარი კომპონენტი.

“Rare Harvest” იწარმოება ახალ ზელანდიაში, თუმცა მისი ზუსტი წყარო გასაიდუმლოებულია.

ჯიმ მაკმილანი – “True Honey Co”-ს აღმასრულებელი დირექტორი

მაკმილანმა ასევე განაცხადა, რომ კომპანიამ დი-
დი ძალისხმევა გაწია, რომ განეთავსებინათ მათი სკები ქვეყანაში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ადგილებში, ყველაზე მოშორებულ კუთხეებში.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნექტარის დაბინძურების დონე ფაქტიურად არ არსებობს, ის დაუჯერებ-ლად სუფთაა და აქვს გასაოცარი გემო.

“მე არ შემიძლია ვთქვა, რომ “Rare Harvest” – ის
ყველა მომხმარებელი მიირთმევს მას საუზმეზე ტოსტებთან ერთად. ზოგიერთი, შესაძლოა მართლაც აკეთებს ამას, მაგრამ ბევრი მათგანი, დიდი ალბათობით, ინახავენ მას როგორც საკოლექციო ნივთს, ან ტოვებენ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. მე მუდმივად მივირთმევ თაფლს სახლში, მაგრამ ეს ჯიში არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა ჩემს მაგიდაზე საუზმის დროს. მე პირადად ვფიქრობ, რომ მისი მირთმევის ყველაზე კარგი ხერხია – მიირთვათ ძალიან პატარა ჩაის კოვზით და ნაზად დააგემოვნოთ მისი სიტკბოება, რომ შეძლოთ სრულად შეიგრძნოთ მისი გემო” – განმარტავს ის.

დასაწყისში მაკმილანისთვის რთული იყო წარმოდგენა, თუ რამდენი ადამიანი არის მზად გადაიხადოს ასეთი დიდი თანხა თაფლში, რადგან 1 კილოგრამი “Rare Harvest” – ის თაფლი ხომ 7500 აშშ დოლარი ღირს.

“მე ვფიქრობ, რომ სინამდვილეში ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა არსებობს, რომლებსაც შედარებით მაღალი შემოსავალის დონე აქვთ, რომლებსაც სურთ შეიძინონ საუკეთესო იქიდან, “რაც მათ მოსწონთ და რისგანაც ისინი იღებენ სიამოვნებას. და თუ სამყაროში არიან კარგი და ძალიან ძვირადღირებული ღვინოების მცოდნეები, ესე იგი იქნებიან თაფლის კოლექციონერებიც, სწორედ ისინი არიან “Rare Harvest”- ის  სამიზნე აუდიტორია” – თქვა მან.

“Rare Harvest” – მანუკას თაფლი უმაღლესი უნიკალური კოეფიციენტით (UMF) – 31+

მიუხედავად იმისა, რომ თაფლი არ ფასდება
ისე, როგორც ოქრო, როდესაც საქმე ეხება საკვებ პროდუქტებს “Rare Harvest” არაფრით ჩამოუვარდება მას ღირებულებით.

სამყაროში არის უფრო ძვირადღირებული საკვები პროდუქტებიც. მაგალითად ვაგუს ძროხის ხორცის მოყვარულები იხდიან 630 დოლარს  1 კილოგრამ ხორცში, ზაფრანა კი ყველაზე ძვირადღირებული სანელებელია
სამყაროში, მისი 1 გრამის ფასია 1 დოლარი, ან 1000 დოლარი 1 კილოგრამის. მაგრამ ეს ფასები უმნიშვნელოა სამყაროში ყველაზე ძვირადღირებულ საკვებთან  – ირანული ბელუგას შავ ხიზილალასთან შედარებით. მისი 1 კილოგრამის ფასი 40500 აშშ დოლარს აჭარბებს.

კომენტარის დატოვება