მენიუ დახურვა

თაფლიანი წყალი. დღეგრძელობის უმარტივესი რეცეპტი…

თაფლიანი წყალი – თქვენი ორგანიზმის გაჯანსაღების უმარტივესი საშუალება. ამისათვის უბრალოდ უნდა გახსნათ 1 კოვზი თაფლი ოთახის ტემპერატურის წყალში და მიიღოთ უზმოზე ჭამამდე 15 წუთით ადრე.

თაფლიანი წყალი…
ეს გააძლიერებს ორგანიზმს და მისცემს ენერგიას, გააძლიერებს იმუნიტეტს, გააუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, მოხსნის დისკომფორტს და ხელს შეუწყობს გასტრიტის მკურნალობას. ამას გარდა მისი რეგულარული მიღების შემთხვევაში თქვენ შენიშნავთ სასიცოცხლო ტონუსის და განწყობის ამაღლებას.
თქვენ სასიამოვნოდ გაგაოცებთ მისი სამკურნალო თვისებები.

თაფლიანი წყალი , რომელიც მიიღება ნატურალური თაფლის გახსნით წყალში შემადგენლობით ახლოსაა სისხლის პლაზმის სტრუქტურასთან, ეს კი იმას ნიშნავს რომ იგი მომენტალურად შეიწოვება უჯრედების მიერ და ყველა მის საკვებ კომპონენტს მოაქვს მაქსიმალური სარგებელი.

სისხლიდან ლიმფაში მოხვედრის შემდეგ თაფლის ხსნარი აღწევს უჯრედშორის სითხემდე და აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, კვებავს ტვინის უჯრედებს.
თაფლიანი წყალი შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო მრავალ მინერალს, ფერმენტს და ვიტამინს, ასევე ის არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რაც ანელებს დაბერების პროცესებს და ხელს უშლის ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას.

უზმოზე მიღებული თაფლიანი წყალი გამოდევნის ორგანიზმიდან შლაკებსა და ტოქსინებს. აუმჯობესებს და ასტიმულირებს ღვიძლის მოქმედებას, წმენდს ნაწლავებს ფეკალური ქვების დაშლის ხარჯზე. ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხელს უწყობს სტრესთან გამკლავებას და ა. შ.

თაფლიანი წყლის მოსამზადებლად საკმარისია ერთი ჭიქა წყალის აღება და ერთი ჩაის კოვზი თაფლის დამატება. მიიღეთ მომზადებისთანავე , რადგან მომზადებიდან 20 წუთის შემდეგ ხსნარი იწყებს სასარგებლო თვისებების კარგვას. თაფლიანი წყალის მიღება სასურველია 30 დღიანი კურსებით 15-20 დღიანი შესვენებებით კურსებს შორის. თუ ორგანიზმის რეაქცია ნორმალურია, შესაძლებელია მისი მუდმივი მიღება.

და, რა თქმა უნდა , მომზადების მთავარი მოთხოვნაა ის , რომ თაფლი უნდა იყოს ნატურალური , შაქრის დამატების გარეშე ,თავი რომ აარიდოთ იმედგაცრუებას, შეიძინეთ თაფლი მხოლოდ შემოწმებულ მეფუტკრეებთან , რომლებიც სიამოვნებით გაგიზიარებენ ბუნების ამ საოცარ საჩუქარს.

თაფლიანი წყალის მომზადებისათვის იდეალურია ყვავილის ან მინდვრის თაფლი, აკაციის თაფლი, ცაცხვის ან წაბლის თაფლი, ეს უკვე გემოვნების საკითხია.
შეგიძლიათ შეიძინოთ ნატურალური თაფლი ჩვენი მაღაზიიდან. უბრალოდ დარეკეთ და კურიერი თქვენს შეკვეთას მოგაწვდით ნებისმიერ ადგილას თბილისის მასშტაბით. ასევე ხელმისაწვდომია მიწოდება ნებისმიერ რეგიონში ფოსტის საშუალებით.

იზრუნეთ წინასწარ თქვენს იმუნიტეტზე, რომ შემდეგ აფთიაქის მომსახურება არ დაგჭირდეთ, ბუნებას ამისათვის უდიდესი რესურსი აქვს.

ნატურალური თაფლი და სხვა მეფუტკრეობის პროდუქტები “Always Beeloved”ისგან…
www.alwaysbeeloved.com
+995 577731599.

კომენტარის დატოვება