იქიდან გამომდინარე, რომ მკვდარი ფუტკრების შემადგენლობა ძალიან მრავალფეროვანია, მკვდარი ფუტკრების ნაყენს სარგებლის მრავალი გამოხატულება გააჩნია.
ამ საშუალების მთავარ აქტიურ ნივთიერებებს წარმოადგენენ მელანინი და ხიტოზანი. ეს უკანასკნელი წმენდს კუჭ-ნაწლავს და ღვიძლს, აქვს რადიაციის საწინააღმდეგო თვისებები და დადებითად მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაზე. ამას გარდა ხიტოზანი გამოიყენება ლამბლიოზის მკურნალობისას.
მელანინის და ხიტოზანის ქიმიურ ტანდემს შეუძლია ნებისმიერი წარმომავლობის ცხიმების დაშლა. ეს სასარგებლო თვისება გამოიყენება სიმსუქნესთან და ათეროსკლეროზთან ბრძოლისთვის, ასევე სხვა თანმდევი დაავადებების პროფილაქტიკისათვის.
აპიტოქსინი, რომელიც მკვდარი ფუტკრების შხამის მთავარი კომპონენტია, უხსოვარი დროიდან გამოიყენება ადამიანების მიერ. ეს საშუალება შველის სხვადასხვა წარმოშობის მთელ რიგ დაავადებებს. იგი არის ანტიალერგიული საშუალება, ადგილობრივი ანტისეპტიკი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება. იქიდან გამომდინარე, რომ აპიტოქსინის შენახვა შესაძლებელია ხანგრძლივი ვადით და უძლებს მაღალ ტემპერატურას, მისი შენახულობა მკვდარი ფუტკრების ნაყენში ,შეიძლება ითქვას, გარანტირებულია.
ყურადღება! ფუტკრის შხამი, რომელიც შედის მკვდარი ფუტკრების ნაყენში, მიუხედავად იმის, რომ გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ, ცალკეულად ის თვითონ არის ძლიერი ალერგენი. სუფთა სახით მისი კონტაქტი ნებისმიერ ლორწოვან ზედაპირთან დაუშვებელია.